1 წლის და 9 თვის წინ
სასიხარულო ცნობები - ბალდე გუნდთან ერთად ვარჯიშობს
ავტორი
Aa
დღეს ერთბაშად რამდენიმე წყარომ დაადასტურა, რომ "ბარსელონას" მარცხენა მცველი, ალეხანდრო ბალდე გუნდთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდა.
ესპანელი ფლანგელი მოედანზე ბოლოს ამა წლის იანვარში ვიხილეთ. ტრავმა მან ბილბაოს "ატლეტიკთან" კოპა დელ რეის ეგიდით წაგებულ მატჩში (2:4) მიიღო.
მას მერე ალეხანდროს ოპერაციის ჩატარებაც მოუხდა და დარჩენილი სეზონი სრულად გამოტოვა
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ახალი თავკაცი, ჰანსი ფლიკი ბალდეს ჯერ არ აძლევს ნებას, რომ მთლიან სავარჯიშო სესიაში მიიღოს მონაწილეობა, თუმცა მისი თანაგუნდელებთან გამოჩენა მაინც დადებითის ნიშანია.
20 წლის ფეხბურთელი პრესეზონის ამხანაგურ მატჩებში აუცილებლად ითამაშებს და სეზონსაც ოპტიმალურ კონდიციებში შეხვდება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
6 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი