4 თვის და 2 კვირის წინ
გაირკვა - როდის დაუბრუნდება "ბარსა" "კამპ ნოუს"
გაირკვა - როდის დაუბრუნდება "ბარსა" "კამპ ნოუს"

"ბარსელონას" ვიცე-პრეზიდენტმა, ელენა ფორტმა დაადასტურა, რომ კატალონიური გრანდი "კამპ ნოუს" მიმდინარე წლის ბოლოს დაუბრუნდება.

აქამდე გავრცელებული ვერსიით, "კამპ ნოუზე" დაბრუნებას 29 ნოემბერს, კლუბის დაარსებიდან 125 წლისთავს დაამთხვევდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, ეს გეგმა ვერ განხორციელდება.

"სამუშაოები წინასწარ განსაზღვრული ვადების შესაბამისად მიმდინარეობს. თავდაპირველად გვინდოდა, რომ განახლებულ სტადიონზე პირველი მატჩი "ბარსას" დაარსებიდან 125 წლისთავზე შემდგარიყო.

როგორც გაირკვა, ეს რამდენიმე დღით გადაიწევს, თუმცა შეგვიძლია იმის თქმა, რომ წლის ბოლოსთვის სტადიონი მზად იქნება.

თუ  წლის ბოლოს სტადიონის 60% დასრულებული არ იქნება, სამშენებლო კომპანიას პასუხისმგებლობა დაეკისრება. ეს კონტრაქტშია ჩადებული, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამ ზომების მიღება მოგვიწევს," - თქვა ფორტმა.

"ბარსას" სტადიონზე დაბრუნება არ ნიშნავს, რომ "კამპ ნოუს" რეკონსტრუქცია ბოლომდე იქნება მიყვანილი. სამუშაოები ამის შემდეგაც გაგრძელდება, თუმცა ის გუნდს თამაშში ხელს არ შეუშლის.

ცნობისთვის, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" 2023/2024 წლების სეზონი ესტადი ლუის კომპანისზე გაატარეს. ჰანსი ფლიკის შეგირდები მომდევნო სეზონის პირველ თვეებშიც აქ ითამაშეენ.


Facebook კომენტარები