1 წლის და 7 თვის წინ
ფლიკს სამიზნე ძალიან მოსწონს - "ბარსა" საქმეზე გადადის
ავტორი
Aa
ნახევარმცველის პოზიციაზე, "ბარსელონას" პრიორიტეტული სამიზნე მიკელ მერინოა, - იუწყება SPORT.
"რეალ სოსიედადის" შუახაზელი "ბლაუგრანას" მთავარ მწვრთნელს, ჰანსი ფლიკს მისი მრავალმხრივობის გამო მოსწონს.
გერმანელ სპეციალისტს Box-to-Box ტიპის ნახევარმცველი სჭირდება, 28 წლის ესპანელი კი სწორედ ამ ტიპის ფეხბურთელად განიხილება. "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობა მაქსიმალურად ეცდება, რომ ფლიკის სურვილი შეასრულოს.
კატალონიელთა რწმენით, მიკელის დამატება 20 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.
სატრანსფერო ბრძოლაში "ბარსა" დიდ კონკურენციას ლონდონის "არსენალისგან" უნდა ელოდოს. მერინოთი "მეთოფეთა" მესაჭე, მიკელ არტეტაც მოხიბლულია.
გასულ სეზონში მიკელმა 45 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მან თავი 8 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი