4 თვის და 2 კვირის წინ
ლაპორტამ "ბარსას" ფეხბურთელები გააბრაზა - ეს ნიკოს ეხება
ლაპორტამ "ბარსას" ფეხბურთელები გააბრაზა - ეს ნიკოს ეხება

The Athletic-მა "ბარსელონას" მთავარი სატრანსფერო სამიზნის, ნიკო უილიამსის საგის შესახებ დაწერა.

"ბლაუგრანას" მთავარი კონკურენტი ლონდონის "ჩელსია". "არისტოკრატებს" 22 წლის შემტევის შეძენა სურთ და წინასწარი სამუშაოებიც ჩატარებული აქვთ. ისინი თავიანთ შანსებს საკმაოდ კარგად მიიჩნევენ, თუმცა ისიც იციან, რომ ნიკოს ლა ლიგაში დარჩენა ურჩევნია, რაც "ბლაუგრანას" პოზიციებს ამყარებს.

ესპანელი გარემარბით დაინტერესებულია "ნიუკასლ იუნაიტედიც".

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ, ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ კლუბს უილიამსის დამატებისთვის საჭირო ფინანსური სახსრები მოეძებნება. ავტორიტეტულ გამოცემას თუ ვენდობით, პრეზიდენტის ამ სიტყვებმა "ბარსას" შემადგენლობაში უკმაყოფილება გამოიწვია.

კატალონიური გრანდის ზოგიერთი ფეხბურთელი ლა ლიგაში ჯერ კიდევ არაა დარეგისტრირებულია. პრობლემურია მათი საკონტრაქტო მდგომარეობაც. ამ ფონზე, როცა "ბარსელონა" საკუთარი მოთამაშეებისგან მოთმინების გამოჩენას ითხოვს, ის, რომ ლაპორტა საჯაროდ აანონსებს ძვირადღირებულ ტრანსფერს, გუნდის ამჟამინდელი წევრებისთვის გამაღიზიანებელიც კია.

მიუხედავად ამისა, "ბლაუგრანას" ბორდი უილიამსის გაფორმებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. მათი მოსაზრებით, ეს ოპერაცია კილიან მბაპეს "რეალში" გადაბარგების პასუხი იქნება. 

ამერიკული ტაბლოიდის მიხედვით, ნიკოს გარემოცვა არაა წინააღმდეგი, რომ შემტევი კიდევ ერთი სეზონით დარჩეს ბილბაოს "ატლეტიკში", თუმცა მის მიერ ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენებმა თამაშმა ამის ალბათობა საგრძნობლად შეამცირა.

აქვე გეტყვით, რომ ესპანელი ვარსკვლავის გამოსასყიდი თანხა 58 მილიონი ევროა.


Facebook კომენტარები