ლამინ იამალი ახლახან დარეგისტრირდა ლა ლიგაში, როგორც "ბარსელონას" მთავარი გუნდის წევრი. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო, რომ გარემარბი მიიღებდა მაისურის ნომერს, რომელიც შეცვლიდა ამჟამინდელ 27-ს.
ბევრი მიიჩნევდა, რომ ის გუნდის მომდევნო 10 ნომერი იქნებოდა, თუმცა, ჯიჯანტესის ექსკლუზივის თანახმად, იამალმა არჩევანი ცხრამეტ ნომერზე შეაჩერა.
შეგახსენებთ, რომ 19 ნომრიანი მაისურით ლამინი ევროპის ჩემპიონატზე გამოდიოდა. გარდა ამისა, ამ ციფრებს 2004-2008 წლებში კატალონიელებისთვის ლეო მესი ატარებდა.
ერთადერთი შეფერხება ისაა, რომ ნომერი 19 ამ მომენტისთვის ისევ ვიტორ როკეს ეკუთვნის, რომლის ბედიც გაურკვეველია. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიელის წასვლისა თუ დარჩენის შემთხვევაში, ლამინ იამალს მომდევნო სეზონში "ბარსელონას" 19 ნომრიანი მაისურით მაინც ვიხილავთ.