4 თვის და 1 კვირის წინ
მათეუსი: "ფლიკი ამ ფეხბურთელზე ოცნებობს"
მათეუსი: "ფლიკი ამ ფეხბურთელზე ოცნებობს"

გერმანული და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ლოთარ მათეუსმა "ბარსელონას" სატრანსფერო სამიზნის, ნიკო უილიამსის შესახებ ისაუბრა.

მათეუსმა პრესაში გავრცელებული ცნობები, რომ "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელი ბილბაოს "ატლეტიკის" ვარსკვლავით ძალიანაა მოხიბლული, ფაქტობრივად დაადასტურა.

"იმედი მაქვს, "ბარსა" ნიკო უილიამსს გაიფორმებს. ჩემი მეგობარი ჰანსი ფლიკი ამაზე ოცნებობს.

ნიკოს გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროა, მისი რეალური ღირებულება კი უკვე 100 მილიონს აღემატება. იგი ფანტასტიკური ფეხბურთელია," - განაცხადა 1990 წლის ოქროს ბურთის მფლობელმა.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის გარემარბისთვის ბრძოლაში "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ლონდონის "არსენალი" და "ჩელსი" ეცილებიან.

ესპანური გამოცემების ბოლო ინფორმაციებს თუ დავუჯერებთ, ნიკოსთვის პრიორიტეტი "ბარსაში" გადაბარგებაა. "ბლაუგრანას" ახლა ისღა დარჩენია, რომ შემტევის გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს.


Facebook კომენტარები