3 წლის და 1 თვის წინ
ანსუ ფატი 4 პრემიერლიგურ კლუბს შესთავაზეს
ანსუ ფატი 4 პრემიერლიგურ კლუბს შესთავაზეს
ავტორი
Aa

The Sun-ის ინფორმაციით, ანსუ ფატის აგენტმა, ჟორჟე მენდეშმა, ახლაგაზრდა ესპანელი პრემიერ ლიგის რამდენიმე კლუბს შესთავაზა, მათ შორის არის "მანჩესტერ იუნაიტედი", "ლივერპული", "არსენალი" და "ნიუკასლი".

20 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესი მხოლოდ ინგლისიდან მოდის. ანსუს "ბარსაში" დარჩენა სურს და ის მზადაა სასტარტო თერთმეტეულში ადგილისთვის იბრძოლოს.

შესაძლოა კლუბმა ზაფხულში ფატის გაყიდვა განიხილოს. აქამდე ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ერთ-ერთ თავდამსხმელს გუნდის დატოვება მოუწევს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ანსუმანემ 37 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.


Facebook კომენტარები