4 თვის და 1 კვირის წინ
ჟოაუს წამზომი ჩაერთო - რა თანხას ითხოვს "ატლეტიკო"
ჟოაუს წამზომი ჩაერთო - რა თანხას ითხოვს "ატლეტიკო"

მადრიდის "ატლეტიკო" ჟოაუ ფელიქსის გაშვებას მხოლოდ პერმანენტული ტრანსფერის სახით განიხილავს, - იუწყება Relevo-ს ჟურნალისტი, მატეო მორეტო.

ჯერჯერობით უცნობია, შეიცვლიან თუ არა "როხიბლანკოში" ამ პოზიციას.

Marca კი წერს, რომ პორტუგალიელ თავდამსხმელს ერთი კვირა აქვს, რათა ახალი კლუბი იპოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრესეზონზე მას "ატლეტიკოში" გამოცხადება მოუწევს, ეს კი არცერთ მხარეს უნდა.

24 წლის შემტევის სანაცვლოდ "ინდიელები" 60 მილიონ ევროს ითხოვენ.

"ბარსელონა" ამ თანხის გადახდას არ აპირებს. კატალონიური გრანდი ჟოაუს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს, თუ "ატლეტიკო" მისი კიდევ ერთი წლით განათხოვრებაზე დათანხმდება. როგორც უკვე გითხარით, მოვლენების ამგვარი სცენარით განვითარების შანსი არც ისე დიდია.

აქცე გეტყვით, რომ გასულ სეზონში პორტუგალიელი "ბლაუგრანას" 10 გოლითა და 6 ასისტით დაეხმარება.


Facebook კომენტარები