უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც ჰანსი ფლიკი "ბარსელონას" ფეხბურთელთა ახალი სეზონისთვის მომზადებას შეუდგა. როგორც ჩანს, გერმანელი სპეციალისტი საქმეს მისი წინამორბედისგან სრულიად განსხვავებულად უდგება.
ამაზე Diario AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც ავრცელებს.
როგორც ირკვევა, ჩავი ერნანდესის მთავარი მწვრთნელობისას ფეხბურთელები სავარჯიშო სესიას გასახურებელი თამაშების ჩატარებით იწყებდნენ, რაც ფლიკმა გააუქმა.
ჰანსის ხელში ვარჯიშზე მუშაობა პირველივე წუთიდან იწყება. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესებას აქცევს.
შაი ლუგასის ცნობით, მოთამაშეები სასიამოვნოდ გაკვირვებულები არიან ფიზიკური დატვირთვის იმ დონით, რომლითაც ფლიკის ვარჯიშებია გაჯერებული. "ვარჯიშის ასეთი ხარისხი წლებია არ მინახავს," - უთქვამს ერთ-ერთ ფეხბურთელს.
შეგახსენებთ, რომ პრესეზონის პირველ საკონტროლო მატჩს "ბლაუგრანა" 31 ივლისს გამართავს. კატალონიელთა მეტოქე "მანჩესტერ სიტი" იქნება.