2 წლის და 3 თვის წინ
ცნობილია: როგორ დაფარავს "ბარსა" ნიკოსთვის საჭირო ხარჯებს
ავტორი
Aa
"ბარსელონამ" ნიკო უილიამსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მთავარ პრიორიტეტად დაასახელა, თუმცა კლუბს ჯერ საამისო ფინანსური რესურსები აქვს მოსაძიებელი.
მიუხედავად ჟოან ლაპორტას განცხადებისა, რომ "ბლაუგრანას" 22 წლის შემტევის შესაძენი სახსრები მოეპოვება, ესპანურ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, კლუბმა ტრანსფერის დასახურად სესხი უნდა აიღოს.
კატალონიელებს ნიკოს გამოსასყიდი თანხა, 58 მილიონი ევრო და სარეგისტრაციო ხარჯებისთვის საჭირო თანხაც დასჭირდებათ.
ეს ყველაფერი დაემატება ისედაც სასესხებ 100 მილიონ ევროს, რომლითაც "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" წინა სეზონში ნანახი ზარალი უნდა დაფარონ.
შეგახსენებთ, რომ ბილბაოს "ატლეტიკის" ვარსკვლავით "ჩელსი" და "არსენალიც" ინტერესდებიან, მაგრამ უილიამსს "ბარსაში" უნდა თამაში.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი