"ბარსელონამ" დანი ოლმოს თაობაზე "ლაიფციგს" ოფიციალური შეთავაზებით მიმართა, - იუწყება Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი ფერან მარტინესი.
ინფორმაცია დაადასტურა ჟერარ რომერომაც.
კატალონიური გრანდის მიერ შეთავაზებული თანხა ჯამში 60 მილიონ ევროს შეადგენს. დანის გამოსასყიდ თანხას, რომელიც სწორედ ამდენს შეადგენს, ვადა დღეს გასდიოდა, მაგრამ ესპანელი ნახევარმცველის წარმომადგენლებმა "წითელი ხარები" ვადის გაზრდაში დაარწმუნეს.
"ბლაუგრანა" ოლმოს 6-წლიან კონტრაქტს სთავაზობს.
ლა ლიგის რეგულაციებში ჩაჯდომის მიზნით, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" 26 წლის ვარსკვლავს პირველი ორი სეზონის განმავლობაში შედარებით დაბალ ხელფასს გადაუხდიან, მესამე სეზონიდან კი ანაზღაურება გაზრდას დაიწყებს.
აღსანიშნავია, რომ ოლმოს ტრანსფერი ნიკო უილიამსის ტრანსფერზე არ იმოქმედებს. "ბარსა" ახლა ორივე ოპერაციაზე მუშაობს.
ცნობისთვის, გასულ სეზონში დანი "ლაიფციგს" 8 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით დაეხმარა. 2007-2014 წლებში იგი "ლა მასიას" აკადემიის წევრი იყო.