1 წლის და 8 თვის წინ
ფლიკმა ფეხბურთელები 9v9-ზე ათამაშა - ვინ გამოიჩინა თავი მატჩში
ავტორი
Aa
Diario SPORT-ს თუ დავუჯერებთ, ჰანსი ფლიკმა "ბარსელონას" სავარჯიშო სესიაზე საკონტროლო ხასიათის მატჩი ჩაატარა, სადაც ფეხბურთელები ერთმანეთს 9-9-ზე დაუპირისპირდნენ.
შეხვედრა პირველი გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
ეს გუნდი ინიგო მარტინესითა და 8 ახალგაზრდით გახლდათ დაკომპლექტებული. ამ ახალგაზრდების ჩამონათვალი შემდეგნაირია: ანდერ ასტრალაგა, ალექსის ორმელდო, ანდრეს კუენკა, ალექს ვალე, მარკ ბერნალი, ტონი ფერნანდესი, ნოა დარვიხი და კიმ ხუნიენტი.
გამარჯვებულთა მხრიდან გოოლები დარვიხმა და ხუნიენტმა გაიტანეს. მეტოქის მხრიდან თავი "ბარსა ატლეტიკის" ნახევარმცველმა, უნაი ფერნანდესმა გამოიჩინა.
აღსანიშნავია, რომ "ბლაუგრანას" 19 წლის ცენტრფორვარდს, ვიტორ როკეს წონასწორობის აღდგენის საშუალება ჰქონდა, მაგრამ პენალტი გააცუდა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
6 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი