Barca One-თან თავის პირველ ინტერვიუში, "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ხაზი გაუსვა გუნდში ახალი ფეხბურთელების დამატების აუცილებლობას 2024/25 წლების სეზონის მოახლოებასთან ერთად.
ფლიკმა გამოთქვა სურვილი მოთამაშეების მიმართ, რომლებსაც შეუძლიათ გადამწყვეტი გავლენა მოახდინონ გუნდის თამაშის ხარისხზე.
გერმანელმა ინტერვიუში თქვა: "ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მოვიყვანოთ მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ ინდივიდუალურად თამაშების მოგება."
მწვრთნელმა კლუბის სპორტული დირექტორის, დეკუს მუშაობაც შეაქო და თქვა: „დეკუსთან ძალიან კარგი კავშირი მაქვს, ის ფანტასტიკურ საქმეს აკეთებს და ამით ბედნიერი ვარ“.
ფაქტია, ფლიკისთვის ამ ეტაპზე უპირველეს მიზანს გუნდის ხარისხის ამაღლება წარმოადგენს. რისთვისაც, სატრანსფერო პოლიტიკის სწორად წარმართვა ყველაზე მნიშვნელოვანია.