1 წლის და 7 თვის წინ
რჩება თუ მიდის - ფლიკმა კანსელუს მომავალი გადაწყვიტა
ავტორი
Aa
ჰანსი ფლიკმა "ბარსელონას" ჟოაუ კანსელუს შენარჩუნებაზე მწვანე შუქი აუნთო, - იუწყება SPORT.
ესპანური გამოცემის ინფორმაციით, "ბლაუგრანა" პორტუგალიელ ფლანგელს ისევ იჯარის წესით დაიმატებს. თუ კონკრეტული პირობები შესრულდება, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 30 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვის ვალდებულება დაეკისრებათ.
როგორც ირკვევა, კანსელუ ხელფასსაც კი იმცირებს, რათა "ბარსაში" დარჩეს.
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ჟოაუს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მარჯვენა მცველად განიხილავს. ცხადია, პორტუგალიელის გუნდში დარჩენაში ამან უდიდესი როლი ითამაშა.
"მანჩესტერ სიტიდან" "ბლაუგრანაში" განათხოვრებულმა ფლანგელმა წინა სეზონში 42 მატჩი ითამაშა, გაიტანა 4 გოლი და გააკეთა 5 საგოლე გადაცემა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი