4 თვის წინ
ფატის მსურველი კლუბი დარწმუნებულია, რომ ანსუს წაიყვანს
ფატის მსურველი კლუბი დარწმუნებულია, რომ ანსუს წაიყვანს

Diario SPORT-ის ინფორმაციით, "სევილიაში" დარწმუნებულები არიან, რომ ახალ სეზონში ანსუ ფატი მათ რიგებში ითამაშებს.

ანდალუსიურ გუნდს ახლა "ბარსა ატლეტიკის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, გარსია პიმიენტა უდგას სათავეში. პიმიენტას მიაჩნია, რომ 21 წლის თავდამსხმელს საკუთარი საუკეთესო ვერსიის დაბრუნებაში დაეხმარება.

ნაკლებსავარაუდოა, "დალაქები" ესპანელის ყიდვას გასწვდნენ. დიდი ალბათობით, ისინი ანსუს იჯარის წესით დამატებას ეცდებიან.

ფატის მომავალი ახლაც ბურუსითაა მოცული. ესპანური პრესის ბოლო ცნობებს თუ დავეყრდნობით, 'ბლაუგრანას" მესაჭე, ჰანსი ფლიკი ანსუმანეს მიერ ვარჯიშზე ნაჩვენები თამაშით ძალიან კმაყოფილია, თუმცა ეს ჯერ არაფერს ნიშნავს.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ათიანს თავის გამოჩენის შანსი ამხანაგურ მატჩებშიც მიეცემა. ისე კი, თავად ანსუს რომ მხოლოდ "ბარსელონაში" უნდა თამაში, დადასტურებულად ვიცით.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ფატი "ბრაიტონში" იყო განათხოვრებული და "თოლიებს" 4 გოლით დაეხმარა.


Facebook კომენტარები