"ბარსელონა" გუნდში ახალი ნახევარმცველის მოყვანას აღარ ცდილობს, - იუწყება SPORT.
წყაროს თანახმად, მთელი აქცენტი ახლა ბილბაოს "ატლეტიკის" ვარსკვლავის, ნიკო უილიამსის შეძენაზეა გაკეთებული. იმას, იქნება თუ არა სხვა ტრანსფერების განხორციელებაც შესაძლებელი, რამდენიმე ფეხბურთელის გაშვება განსაზღვრავს.
"ბლაუგრანას" მთავარ მწვრთნელს, ჰანსი ფლიკს ძალიან მოსწონს ის ნახევარმცველებიც, რომლებსაც მას "ბარსელონა ატლეტიკი" სთავაზობს: მარკ ბერნალი, მარკ კასადო და ნოა დარვიხი.
გერმანელი სპეციალისტი კლუბს გამოკვეთილი საყრდენის ყიდვას არც სთხოვს. ფლიკი ორმაგი პივოტით აპირებს თამაშს, შემადგენლობაში კი საამისო მოთამაშეები მას ისედაც მოეძებნება.
SPORT წერს, რომ "ლურჯ-ბროწეულისფრები" ახლა დაიცდიან. თუ გამოჩნდება გზა, რითაც მიკელ მერინოს ტრანსფერის დახურვა შესაძლებელი გახდება, ისინი ამას ეცდებიან. შესაძლებელია ისეთი შუახაზელის იჯარით დამატებაც, რომელიც თავის ამჟამინდელ გუნდში მნიშვნელოვანი როლით არ გამოირჩევა. არ გამოვრიცხოთ არც ის, რომ საბოლოო ჯამში კლუბმა ნახევარმცველი საერთოდ არ დაიმატოს.
არადა, ზაფხულის დასაწყისში მთავარ ამოცანად სწორედ საყრდენის გაფორმება განიხილებოდა...