4 თვის წინ
"ბარსა" მოლოდინის რეჟიმში - რა ხდება ნიკოს და ოლმოს თაობაზე
"ბარსა" მოლოდინის რეჟიმში - რა ხდება ნიკოს და ოლმოს თაობაზე

დეკუმ გასულ კვირას ნიკო უილიამსისა და დანი ოლმოს ტრანსფერების განსახორციელებლად პირველადი სამუშაოები აწარმოა, - იუწყება Mundo Deportivo.

"ბარსელონა" ახლა ნიკოს თანხმობას ელოდება იმ წინადადებაზე, რომელიც 22 წლის შემტევის აგენტს კლუბის სპორტულმა დირექტორმა გააცნო. ფეხბურთელმა დროულად უნდა გადაწყვიტოს, "ბლაუგრანას" შეუერთდება და ბილბაოს "ატლეტიკში" კიდევ ერთი სეზონით დარჩება, რათა მომდევნო სეზონში "სან მამესზე" გასამართ ევროპა ლიგის ფინალში ბასკებთან ერთად ითამაშოს. 

კატალონიურმა გრანდმა უილიამსის აგენტს პასუხის სწრაფად მიწოდება სთხოვა. წესით, ყველაფერი მომდევნო დღეებში უნდა გაირკვეს.

თუ ნიკოს პასუხი დადებითი იქნება, "ლურჯ-ბროწეულისფრები" მის გამოსასყიდ თანხას დაუყონებლივ გადაიხდიან. 

რაც შეეხება ოლმოს, ოფიციალური შეთავაზება მის აგენტსაც გაუგზავნეს. წინადადებაში ნახევარმცველისთვისაც და "ლაიფციგისთვისაც" სასურველი პირობებია გაწერილი, ოღონდ მათ შესასრულებლად "ბარსამ" ჯერ რამდენიმე ფეხბურთელი უნდა გაუშვას.

ასევე ვთქვათ, რომ თუ ნიკო "ბილბაოში" დარჩენას გადაწყვეტს - რასაც "ბარსაში" ნაკლებად ელოდებიან - კლუბი ოლმოზე გადაერთვება და მის ტრანსფერს ძალიან მალე დახურავს.

ცნობისთვის, უილიამსით "არსენალი" და "ჩელსი" ინტერესდებიან, დანი კი "ბაიერნისა" და "მანჩესტერ სიტის" რადარებზეა.


Facebook კომენტარები