როგორც მოგეხსენებათ, ესპანურ პრესაში გავრცელებული ბოლო ცნობები იუწყებიან, რომ "ბარსელონა" ნიკო უილიამსისა და დანი ოლმოს ტრანსფერებზე ერთდროულად მუშაობს.
გარდა ამისა, კატალონიური გრანდი ცდილობს "მანჩესტერ სიტის" საკუთრებაში მყოფი პორტუგალიელი ფლანგელის, ჟოაუ კანსელუს შენარჩუნებასაც. დიდი ალბათობით, გარიგებას იჯარა + გამოსყიდვის ვალდებულების ფორმა ექნება.
Score90-მა შემოგვთავაზა "ბლაუგრანას" სავარაუდო თერთმეტეული მომდევნო სეზონისთვის იმ შემთხვევაში, თუ "ბარსა" სამივე ფეხბურთელს დაიმატებს. XI ასე გამოიყურება:
მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
დაცვა: ჟოაუ კანსელუ, რონალდ არაუხო, პაუ კუბარსი, ჟულ კუნდე
ნახევარდაცვა: პედრი, ფრენკი დე იონგი, დანი ოლმო
თავდასხმა: ნიკო უილიამსი, რობერტ ლევანდოვსკი, ლამინ იამალი
ცხადია, ნახევარდაცვაში დაცვითი სამუშაოების შემსრულებელი ფიგურის არყოფნა ამ შემადგენლობის ეფექტურობას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, მაგრამ არ გამოვრიცხოთ, რომ ასეთი ფორმაციის "ბარსა" ზოგიერთ მატჩში მაინც ვიხილოთ.