4 თვის წინ
მერინომ ერთ გუნდს უარი უთხრა - ბრძოლაში ორი გუნდი რჩება
მერინომ ერთ გუნდს უარი უთხრა - ბრძოლაში ორი გუნდი რჩება

მიკელ მერინომ მადრიდის "ატლეტიკოს" შეატყობინა, რომ მათი პროექტით საკმარისად მოხიბლული არ არის, - იუწყება SPORT.

ესპანელ ნახევარმცველს კარიერის გაგრძელების ოფციებად ახლა "არსენალი" და "ბარსელონაღა" რჩება.

"ბლაუგრანას" მერინოს შეძენა 30 მილიონ ევროდ უნდა. "მეთოფეები" მზად არიან, 28 წლის შუახაზელში გაცილებით მეტი თანხა გადაიხადონ, მაგრამ კატალონიელთა იმედი ჟოან ლაპორტასა და "რეალ სოსიედადის" პრეზიდენტის კარგ ურთიერთობას ემყარება.

დღევანდელი გადმოსახედიდან, მიკელის სან სებასტიანში დარჩენის შანსი ძალიან დაბალია.

აქვე შეგახსენებთ, რომ ესპანურ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, "ბარსა" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო კვირებს დაელოდება, რათა ზუსტად იცოდეს, შეეძლება თუ არა ტრანსფერის განხორციელება. დაიცდის თუ არა მერინო, ეს სხვა საკითხია.

გასულ სეზონში ჩატარებულ 45 მატჩში მიკელმა 8 გოლი და 5 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები