4 თვის და 1 კვირის წინ
"ბარსელონა" არაუხოს ტრავმით ისარგებლებს
"ბარსელონა" არაუხოს ტრავმით ისარგებლებს

რონალდ არაუხო კოპა ამერიკაზე მიღებულმა ტრავმამ ფეხბურთს 4 თვით ჩამოაშორა. ურუგვაელმა მცველმა ოპერაცია უკვე ჩაიტარა, "ბარსელონას" კი დეკემბერში დაუბრუნდება.

მართალია, 25 წლის უკანახაზელის დაზიანება "ბლაუგრანასთვის" დიდი დარტყმაა, მაგრამ Mundo Deportivo-ს თუ დავუჯერებთ, იგი კატალონიურ გრანდს შესაძლებლობების ფანჯარასაც უღებს.

როგორც ირკვევა, "ბარსას" მიეცემა საშუალება, რომ არაუხოს ხელფასის 80% ლა ლიგაში სხვა ფეხბურთელის დასარეგისტრირებლად გამოიყენოს.

ამის უფლებას "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ლა ლიგის რეგულაციების 77-ე მუხლი აძლევთ. ამ დებულების თანახმად, კლუბს შეუძლია შემადგენლობაში ერთი მოთამაშის დამატება, თუ დაამტკიცებს, რომ სხვა ფეხბურთელი 4 თვით ან მეტი დროით გამოაკლდა..

გასულ სეზონში "ბარსამ" ეს ვიტორ როკესთან მიმართებაში გააკეთა. ბრაზილიელის დასარეგისტრირებლად პაბლო გავის ტრავმით გაჩენილი სივრცე იქნა გამოყენებული.

"ბლაუგრანას" ახლა კვლავ როკე და ინიგო მარტინესიც ჰყავს დასარეგისტრირებელი, მაგრამ მათი გუნდში დარჩენა ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი. არ გამოვრიცხოთ, კლუბმა არაუხოს ტრავმა ახალწვეულის დარეგისტრირებისთვისაც გამოიყენოს.


Facebook კომენტარები