SER-ის ცნობით, "ბარსელონა" "ჟირონას" შემტევის, პაუ ვიქტორის პერმანენტული ტრანსფერის დასრულებასთან ახლოსაა.
ვიქტორმა გასული სეზონი იჯარის წესით "ბარსაში" გაატარა, რომელიც 3 მილიონი ევროს ოდენობის გამოსყიდვის პუნქტს მოიცავდა. როდესაც ივნისში კონტრაქტი ამოიწურა, გუნდი მისი დამატების მიმართ პესიმისტურად იყო განწყობილი, თუმცა, ჰანსი ფლიკმა თავდამსხმელის შენარჩუნება მაინც გადაწყვიტა.
აქვე გეტყვით, რომ 22 წლის ფეხბურთელი რაფა მარკესის "ბარსა ატლეტიკის" რიგებში ბრწყინვალე შედეგებს აფიქსირებდა, როდესაც ის 20 გოლით, გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მარკ გუიუს "ჩელსიში" გადასვლის შემდეგ კი, გამოსყიდვის პუნქტის გააქტიურება და ვიქტორის შენარჩუნება კატალონიური გრანდისთვის პრიორიტეტად იქცა.
მოსალოდნელია, რომ ვიქტორი ჰანსი ფლიკის პირველ გუნდს ახალი სეზონის დაწყების წინ აშშ-ში შეუერთდება. გამოდის, რომ ესპანელი "ბლაუგრანას" პირველი შენაძენი იქნება გერმანელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით.