4 თვის და 1 კვირის წინ
ანსუ ისევ ტრავმირებულია - რამდენ ხანს იუქმებს ფატი
ანსუ ისევ ტრავმირებულია - რამდენ ხანს იუქმებს ფატი
ავტორი
Aa

"ბარსელონას" განცხადების თანახმად, ანსუ ფატიმ წინასასეზობო ვარჯიშის დროს, ფეხის ტრავმა მიიღო. 

კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა ანსუს ბოლო ტრავმასთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია: "სამშაბათის ვარჯიშზე, პირველი გუნდის მოთამაშემ ანსუ ფატიმ მარჯვენა ფეხის ტერფი დაიზიანა. ფეხბურთელი მკურნალობის გეგმას გაივლის და ამის შემდეგ გახდება ცნობილი მისი ვარჯიშებზე დაბრუნების ოფიციალური დრო." 

SPORT-ის ინფორმაციით, ფატით დაახლიებით 3 კვირა გაუცდება. აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ახალი საკლუბო სეზონის დაწყებისთვის ის სრულ მწყობრში იქნება.

შეგახსენებთ, რომ ბრაიტონში ყოფნის დროს, ანსუმ მორიგი ტრავმა მიიღო, რის გამოც მან სამი თვე გამოტოვა. ესპანელმა პრემიერ ლიგაში გატარებული დროის განმავლობაში თავისი პოტენციალის გამოვლენის ნაცვლად, მორიგი იმედგაცრუება გვაჩვენა, როდესაც მოედანმე ჯამში 1000 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა. 


Facebook კომენტარები