2 წლის და 3 თვის წინ
პაუ ვიქტორი "ბარსას" ფეხბურთელია - ტრანსფერის დეტალები
ავტორი
Aa
"ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბმა "ჟირონადან" 22 წლის თავდამსხმელი, პაუ ვიქტორი შეიძინა.
ტრანსფერში კატალონიურმა კლუბმა 2.7 მილიონი ევრო მიიღო. თუ პაუს "ბარსა" 2025 წლის ზაფხულში გაყიდის, თანხის 50% "ჟირონასი" იქნება, ხოლო თუ ამას 2025 წლის შემდეგ გააკეთებს, "თეთრ-წითლების" წილი 30%-მდე შემცირდება.
ვიქტორის შეძენა გულშემატკივრებს სოციალურ ქსელებში "ბარსელონას" პირველი გუნდის გვერდებმა ამცნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპანელი პირველი გუნდის წევრად განიხილება.
ახალგაზრდა ფორვარდი გასულ სეზონში "ბარსელონა ატლეტიკში" იყო "ჟირონადან" განათხოვრებული. 39 მატჩში მან თავი 20 გოლითა და 6 ასისტით გამოიჩინა.
აქვე გეტყვით, რომ პაუმ "ბლაუგრანასთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი