logo

"ბარსელონას" ვარსკვლავს ევროპიდან წასვლა სურს

"ბარსელონას" ვარსკვლავს ევროპიდან წასვლა სურს

ჩილეს ნაკრების ნახევარმცველმა, გარი მედელმა Radio Continental-თან საუბრისას განაცხადა, რომ მისი თანამემამულე, არტურო ვიდალი "ბოკა ხუნიორსზე" გიჟდება.

"არტუროს "ბოკაში" თამაშს აუცილებლად ისურვებდა იქნება ეს ჩემთან ერთად, თუ ჩემს გარეშე.

ვიდალს უყვარს ეს კლუბი და იგი სოციალურ ქსელშიც გამოწერილი ჰყავს. 

"ბოკა ხუნიორსს" აქვს ის ენერგეტიკა, რასაც ევროპაში ვერც წარმოიდგენენ. იტალიელები მხოლოდ "ბოკას" აღიარებენ და არა "რივერს." - განაცხადა მედელმა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ცნობების თანახმად, "ბარსელონა" გამოცდილი შუახაზელის გაყიდვას არ აპირებს, თუმცა, კარიერის ბოლო წლებში არგენტინაში წასვლა ვიდალისთვის ახდენილი ოცნება იქნება.

1 თვის წინ
1409 / 0
ირაკლი ხასაია
reclam
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 353
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ