4 თვის და 1 კვირის წინ
"ბარსელონას" საუკეთესო XI ამხანაგური მატჩებისთვის (ფოტო)
"ბარსელონას" საუკეთესო XI ამხანაგური მატჩებისთვის (ფოტო)

როგორც მოგეხსენებათ, უახლოეს დღეებში "ბარსელონა" გეზს ამერიკის შეერთებული შტატებისკენ აიღებს, სადაც წინასასეზონო მომზადების ფარგლებში, ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს.

აშშ-ში "ბარსა" დიდი დანაკლისით მიემგზავრება. პედრი, პაბლო გავი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო და ფრენკი დე იონგი გუნდს ტრავმების გამო არ ეყოლება, ფერმინ ლოპესი, პაუ კუბარსი და ერიკ გარსია ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობენ, ლამინ იამალი და ფერან ტორესი კი ჯერ კიდევ შვებულებაში არიან.

ამ ფონზე, Tribuna.com-მა გადაწყვიტა შემოეთავაზებინა ჰანსი ფლიკის განკარგულებაში არსებული საუკეთესო თერთმეტეული მომდევნო მატჩებისთვის. იგი შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: მარკ-ანდრე ტერ შტეგენი

დაცვა: ჰექტორ ფორტი, ინიგო მარტინესი, ანდრეას კრისტენსენი, ჟულ კუნდე

ნახევარდაცვა: ორიოლ რომეუ, ილქაი გიუნდოგანი, მარკ კასადო

თავდასხმა: ვიტორ როკე, რობერტ ლევანდოვსკი, რაფინია

რამდენიმე პოზიციაზე ფლიკს მაინც ექნება ვარირების საშუალება. მაგალითად, მარცხენა მცველად თამაში შეუძლია 19 წლის სენეგალელ უკანახაზელს, მიკაილ ფაიეს, მოედნის ცენტრში კი შეიძლება შანსი მარკ ბერგალს მიეცეს. სხვათა შორის, დღეს ბერგალმა კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის ივლისამდე გაახანგრძლივა.

აქვე გეტყვით, რომ აშშ-ში "ბლაუგრანა" "მანჩესტერ სიტისთან", "რეალთან" და "მილანთან" ჩაატარებს ამხანაგურ მატჩებს.


Facebook კომენტარები