4 თვის წინ
3 რამ, რაც "ბარსამ" ნიკოს და ოლმოს ერთად მოსაყვანად უნდა გააკეთოს
3 რამ, რაც "ბარსამ" ნიკოს და ოლმოს ერთად მოსაყვანად უნდა გააკეთოს

დეკუ დანი ოლმოს აგენტებს შეხვდა და შესაძლო ტრანსფერი განიხილა, - იუწყება SPORT-ის ჟურნალისტი ფერან კორეასი.

"ბარსელონა" პრიორიტეტს ნიკო უილიამსის შეძენას ანიჭებს, თუმცა ეს "ლაიფციგის" ნახევარმცველის გადაბირებას არ აფერხებს. როგორც ირკვევა, "ბლაუგრანაში" ორივე ესპანელის მიყვანა აქვთ გადაწყვეტილი.

ამ მიზნის მისაღწევად "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" ჯერ "ბარსა სტუდიოს" გაყიდვის საკითხი უნდა მოაგვარონ (ეს ეკონომიკური ბერკეტი კლუბმა ჯერ კიდევ გასულ წელს გააქტიურა, თუმცა თანხა არ მიუღია), მერე კი ლა ლიგის ფინანსური ფეარ-პლეის 1:1 წესზე უნდა დაბრუნდნენ. 

გარდა ამისა, ნიკოსა და დანის ერთბაშად დასამატებლად "ბლაუგრანას" ამჟამინდელი შემადგენლობიდან ვინმეს გასხვისებაც იქნება საჭირო.

წყაროს თანახმად, 26 წლის ნახევარმცველს "ბარსამ" 6-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა. მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ოლმოს სავარაუდო ფასად 60 მილიონი ევრო სახელდება. "წითელი ხარების" ვარსკვლავით მიუნხენის "ბაიერნი" და "მანჩესტერ სიტიც" ინტერესდებიან.


Facebook კომენტარები