გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ პედრი გონსალესი ლა ლიგის პირველი ტურისთვის მზად იქნება, - იუწყება SPORT-ის ჟურნალისტი, ფერან კორეასი.
21 წლის ნახევარმცველმა ტრავმა ევრო 2024-ზე, ესპანეთისა და გერმანიის ნაკრებების მეოთხედფინალურ მატჩში მიიღო. თავდაპირველი ვარაუდით, პედრი 5-6 კვირას იუქმებდა, რაც ესპანეთის ჩემპიონატიის ახალი სეზონის პირველ ორ მატჩს გამოატოვებინებდა.
საბედნიეროდ, პედრის ტრავმის რეაბილიტაციის პროცესი მოსალოდნელზე სწრაფად მიმდინარეობს.
აგვისტოს პირველი კვირისთვის გონსალესი უკვე სრულად გამოჯანმრთელებული იქნება და გუნდს მას მერე შეუერთდება, რაც ამერიკული ტურნე დასრულდება.
გავისა და დე იონგის ტრავმების, ხოლო ფერმინ ლოპესის ოლიმპიადაზე ყოფნის ფონზე, პედრის დროული დაბრუნება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, რათა "ვალენსიასთან" შეხვედრას "ბარსა" მოედნის ცენტრში მხოლოდ ორიოლ რომეუთი და ილქაი გიუნდოგანით არ შეხვდეს.
შეგახსენებთ, რომ პრიმერას პირველ ტურში "ბარსელონა" და "ვალენსია" 17 აგვისტოს, თბილისის დროით 23:30 საათიდან ითამაშებენ.