Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონამ" დანი ოლმოს თაობაზე "ლაიფციგს" პირველი წინადადებით მიმართა. კატალონიელებმა "წითელ ხარებს" ფიქსირებულ თანხად 40 მილიონი ევრო, ხოლო ბონუსების სახით - კიდევ 20 მილიონი ევრო შესთავაზეს.
გერმანულმა კლუბმა ეს შეთავაზება უარით გაისტუმრა, რადგან მათ 60 მილიონი ევროდან გარანტირებულ თანხად უფრო დიდი ნაწილის მიღება უნდათ.
რაც შეეხება თავად ოლმოსთვის მიცემულ წინადადებას, იგი 6-წლიან კონტრაქტს წარმოადგენს. პირველი ორი სეზონის განმავლობაში ესპანელის ხელფასი შედარებით მოკრძალებული იქნება, მესამე სეზონიდან კი შეუქცევად ზრდას დაიწყებს.
შეთანხმება ჯერ არ შემდგარა, თუმცა მხარეები მუშაობას აგრძელებენ.
წყაროს თანახმად, 26 წლის ნახევარმცველის პრიორიტეტი "ბარსაში" თამაშია. "ლურჯ-ბროწეულისფრებს" სჯერათ, რომ დანისთან მორიგება პრობლემა არ იქნება, "ლაიფციგთან" მოლაპარრაკებები კი აქტიურად გაგრძელდება.
სხვათ შორის, აღნიშნული ცნობები Sky Germany-მაც დაადასტურა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ჩატარებუულ 25 მატჩში ოლმომ 8 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.