3 წლის და 1 თვის წინ
"ბარსა" სასამართლოს არ დაემორჩილება - ხმაური გავის გარშემო
"ბარსა" სასამართლოს არ დაემორჩილება - ხმაური გავის გარშემო

დღეს Relevo-მ გვამცნო, რომ ბარსელონას სასამართლომ პაბლო გავის "ბარსელონას" პირველ გუნდში რეგისტრაცია გაუუქმა.

გადაწყვეტილების მიზეზად "ლურჯ-ბროწეულისფერთა" დაგვიანება დასახელდა. "ბარსამ" ფეხბურთელის რეგისტრაციაზე სასამართლოში 1 დღის დაგვიანებით განაცხადა.

ჟურნალისტ ადრიან სანჩესის ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

Mundo Deportivo წერს, რომ "ბარსელონა" გავის პირველ გუნდში დაურეგისტრირებელ ფეხბურთელად არ მიიჩნევს. კატალონიელთა პოზიცია შემდეგნაირია - რეგისტრაციაზე განაცხადი დროულად იქნა გაგზავნილი. გარდა ამისა, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არც კონკრეტულია და არც საბოლოო.

18 წლის ნახევარმცველი "ელ კლასიკოში" ისევ 6-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. არადა, თუ "ლურჯ-ბროწეულისფერნი" გადაწყვეტილებას დაემორჩილებოდნენ, პაბლოს ისევ 30 ნომერი უნდა მოერგო.

მიმდინარე სეზონში გავის მონაგარი 2 გოლი და 5 ასისტია.


Facebook კომენტარები