4 თვის წინ
"ჩვენ ეს შეგვიძლია" - ლაპორტამ კლუბის ფინანსური მდგომარეობა შეაფასა
"ჩვენ ეს შეგვიძლია" - ლაპორტამ კლუბის ფინანსური მდგომარეობა შეაფასა
ავტორი
Aa

"ბარსელონას" პრეზიდენტმა გულშემატკივრებთან კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა.

"ეკონომიკური საკითხი ბევრად უკეთესია, ვიდრე აქამდე იყო. ჩვენ კლუბის გადარჩენის პროცესიდან მისი აღდგენის ეტაპზე გადავედით. დღეს "ბარსას" შეუძლია ის მოთამაშეები დაიმატოს, რომლებზეც თქვენ საუბრობთ, რა თქმა უნდა, ეს ნაწილობრივ წევრებისა და გულშემატკივრების მოთმინების შედეგია. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ოპერაციისთვის."

რამდენიმე დღეში დადებით სიახლეებს ელოდეთ. Nike-ის საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომლებიც აუმჯობესებს კლუბის პოზიციებს ამ მხრივ და, ამიტომ, ძალიან კმაყოფილი ვართ. 

როგორც ჩანს, ლაპორტა კლუბის მომავლის მიმართ საკმაოდ პოზიტიურადაა განწყობილი, ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ზაფხულში შეგვიძლია გუნდისგან სასურველ ტრანსფერებს ველოდოთ.







Facebook კომენტარები