1 წლის და 6 თვის წინ
"ბარსას" კონკურენტი გამოუჩნდა - ოლმოს აგენტს დღესაც შეხვდნენ
ავტორი
Aa
დანი ოლმოს აგენტს "ბარსელონას" წარმომადგენლები დღესაც შეხვდნენ. მხარეებმა შეხვედრა კარგ განწყობაზე დატოვეს, - იუწყება Mundo Deportivo.
წყაროს თანახმად, ესპანელ ნახევარმცველს "ბლაუგრანაში" გადაბარგება სურს. დანი და მისი აგენტები ეცდებიან, რომ "ლაიფციგი" "ბარსას" მიერ შეთავაზებული პირობების მიღებაზე დაითანხმონ.
Footmercato-ს თუ დავუჯერებთ, "წითელ ხარებს" წინადადებით "მანჩესტერ სიტიდანაც" მიმართეს.
ფრანგული გამოცემა წერს, რომ დანის ბანაკსა და "ბარსას" შორის მოლაპარაკებები მომდევნო კვირაშიც გაგრძელდება. კატალონიურ გრანდს ტრანსფერის განსახორციელებლად ჯერ საკუთარი შემადგენლობიდან დასჭირდება ვინმეს გაყიდვა. მუშაობა ამაზეცაა დაწყებული.
ცნობისთვის, "ლაიფციგი" ევრო 2024-ის ერთ-ერთ ბომბარდირს 60 მილიონ ევროდ აფასებს.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი