4 თვის წინ
წინ გადამწყვეტი საათებია - ნიკოს 3 ვარიანტი აქვს
წინ გადამწყვეტი საათებია - ნიკოს 3 ვარიანტი აქვს

ნიკო უილიამსის გადაწყვეტილებას ძალიან მალე უნდა ველოდოთ. წინ გადამწყვეტი საათებია, - იუწყება SPORT-ის ჟურნალისტი, ტონი ხუანმარტი.

წყაროს თანახმად, 22 წლის გარემარბი ახლა კარიერის გაგრძელების 3 სცენარს განიხილავს:

ბილბაოს "ატლეტიკში" დარჩენა

"ბარსელონაში" გადასვლა

"პარი სენ ჟერმენში" გადასვლა

ხუანმარტი დარწმუნებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბასკური კლუბის ვარსკვლავი "ბლაუგრანას" მწვანე შუქს აუნთებს, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" მის გამოსასყიდ თანხას დაუყონებლივ გადაიხდიან. ეს თანხა 59 მილიონ ევროს შეადგენს.

როგორც ირკვევა, ნიკოსთვის მთავარი ოფციები "სან მამესზე" დარჩენა და "ბარსაში" გადაბარგებაა, "პსჟ" კი შედარებით უკანა პლანზეა გადაწეული. უილიამსს "ატლეტიკში" კიდევ ერთი სეზონის გატარება შეიძლება იმან მოანდომოს, რომ ევროპა ლიგის მომდევნო სეზონის ფინალი "სან მამესზეა" დაგეგმილი, მშობლიურ კლუბთან ევროპული ტიტულით დამშვიდობება კი საოცნებო სცენარი იქნება.

მიუხედავად ამისა, გადაჭრით ჯერ არაფრის თქმა შეგვიძლია. ახალ ცნობებს უახლოეს საათებში უნდა ველოდოთ.


Facebook კომენტარები