3 წლის და 1 თვის წინ
"ბარსას" პრობლემა აქვს - რატომ უნდა გაუშვას ალბა კლუბმა
"ბარსას" პრობლემა აქვს - რატომ უნდა გაუშვას ალბა კლუბმა

"ბარსელონას" ჟორდი ალბასთვის მომდევნო სეზონში 38 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, - იუწყება Diario SPORT.

ეს თანხა შედგება როგორც ესპანელი ფლანგელის რეგულარული ანაზღაურებისგან, ასევე იმ ხელფასისგან, რომელიც ჟორდის გასულ წლებში გადაუვადეს.

ბუნებრივია, "ბლაუგრანაში" ურჩევნიათ, რომ ამ თანხის გადახდა არ მოუწიოთ. სწორედ ამიტომ გეგმავს კლუბი მარცხენა მცველის გაყიდვას ან იჯარით გაშვებას.

თუ ალბა წასვლას დასთანხმდება, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" იმისთვისაც კი მზად არიან, რომ ფეხბურთელს მის ამჟამინდელ და ახალ კლუბში მისაღებ ხელფასებს შორის არსებული განსხვავება აუნაზღაურონ.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, 33 წლის ფეხბურთელს "კამპ ნოუდან" აბარგება არ სურს. მას "ბარსაში" გაჩერება კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე (2024 წლის ივლისამდე) უნდა.

გარდა ამისა, ჟორდი მესამე შვილს ელოდება. ალბას არ მიაჩნია, რომ ბარსელონადან ასაბარგებლად ახლა საუკეთესო დროა.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 მატჩში ესპანელი "ბლაუგრანას" 1 გოლითა და 6 ასისტით დაეხმარა.


Facebook კომენტარები