როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" ამხანაგურ მატჩში გუშინ "ოლოტი" დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში ჰანსი ფლიკს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ახალგაზრდების საქმეში ხილვის საშუალება მიეცა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, გერმანელ სპეციალისტს 9 ფეხბურთელმა მოაწონა თავი. მათ შორის იყვნენ ვეტერანებიც: ორიოლ რომეუ და ინიგო მარტინესი.
ჰანსი კმაყოფილი დარჩა პაბლო ტორეთიც, რომელმაც გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.
"ბარსა ატლეტიკის" ნახევარმცველებმა, მარკ კასადომ და მარკ ბერნალმა ასევე გაიბრწყინეს. სხვათა შორის, ორივე ფეხბურთელს კლუბმა ახლახანს გაუხანგრძლივა კონტრაქტი.
"ბლაუგრანას" ახალწვეული, პაუ ვიქტორი რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდით გამოირჩა.
ფლიკს შეუმჩნეველი არ დარჩენია სხვა ახალგაზრდებიც: ნოა დარვიხი, კიმ ხუნიენტი და ტომ ერნანდესი.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო ამხანაგურ მატჩს "ბარსელონა" "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ 31 ივლისს ჩაატარებს.