4 თვის წინ
ცნობილია: რა პოზიციაზე ხედავენ ოლმოს "ბარსაში"
ცნობილია: რა პოზიციაზე ხედავენ ოლმოს "ბარსაში"

როგორც მოგეხსენებათ, გერმანული "ლაიფციგის" ესპანელი ვარსკვლავი, დანი ოლმო "ბარსელონას" ერთ-ერთი სამიზნეა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე.

SPORT-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანაში" 26 წლის ფეხბურთელი მისი უნივერსალურობის გამო მოსწონთ.

კატალონიურ გრანდში დანის ხედავენ მოთამაშედ, რომელსაც შეუძლია ასპარეზობა როგორც მარცხენა გარემარბის, ასევე მარჯვენა გარემარბის, ცრუ ცხრიანისა და მეორე თავდამსხმელის პოზიციებზე.

შეგახსენებთ, რომ ოლმოს "წითელი ხარები" 60 მილიონ ევროდ აფასებენ. "ბარსას" პირველი შეთავაზება ლაიფციგელებმა უარით გაისტუმრეს, თუმცა კლუბში უკვე ამზადებენ მეორე წინადადებას.

ცნობისთვის, დანისთვის ბრძოლაში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" კონკურენტები "ბაიერნი" და "მანჩესტერ სიტი" არიან.


Facebook კომენტარები