"ბარსელონა" კვლავ ელოდება ბილბაოს "ატლეტიკის" 22 წლის გარემარბის, ნიკო უილიამსის ტრანსფერზე თანხმობას. იქამდე კი Tribuna.com-მა მოამზადა სტატია 5 ნომრის შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთიც შეიძლება ესპანელმა შემტევმა "ბლაუგრანაში" ჩაიბაროს.
10
ნიკოსთვის 10-იანის გადაცემა ძალიან ხმაურიანი დასაწყისი იქნება, მაგრამ თუ ეს კლუბს შემოსავალს მოუტანს, "ბარსაში" შეიძლება დაფიქრდნენ კიდეც. თანაც, ანსუ ფატის გუნდიდან წასვლას ბევრი უწინასწარმეტყველებს, ეს კი სწორედ 10-იანს გამოათავისუფლებს.
14
ჟოაუ ფელიქსის ისევ "ბარსელონაში" ხილვის შანსი დღითიდღე მცირდება, რაც 14 ნომერს ვაკანტურს ხდის.
17
წინა ორ სეზონში 17 ნომრით მარკოს ალონსო თამაშობდა, მან კი გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა. 17-ნომრიანი მაისურით ნიკო ესპანეთის ნაკრებში გამოდის, ამიტომ ეს მისთვის უცხო არ უნდა იყოს.
20
სერხი რობერტოსთან კონტრაქტის ამოწურვამ "ბარსელონას" 20-ნომრიანი მაისური ასევე ვაკანტური დატოვა. მოარული ხმების თანახმად, იგი მარკ კასადოს გადაეცემა, თუმცა ეს ჯერ არ დადასტურებულა.
25
ბოლო ფეხბურთელი, ვინც "ბარსაში" 25 ნომრით თამაშობდა, პიერ-ემერიკ ობამეიანგი იყო. ვინ იცის, კლუბმა ეს ნომერი ხმარებში დააბრუნოს.
შეგახსენებთ, რომ უილიამსისთვის ბრძოლაში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი კონკურენტი "პარი სენ ჟერმენია".