3 თვის და 4 კვირის წინ
"ბარსელონას" გასაყიდთა სია - 3 ამოვარდა, 2 რჩება
"ბარსელონას" გასაყიდთა სია - 3 ამოვარდა, 2 რჩება

"ბარსელონას" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ნიკო უილიამსის, დანი ოლმოსა და ერთი ნახევარმცველის დამატება აქვს განზრახული, საამისოდ კი კლუბმა არსებული შემადგენლობიდან რამდენიმე ფეხბურთელი უნდა გაყიდოს.

SPORT-ის ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფრებს" გასაყიდთა სია შედგენილი აქვთ.

როგორც ირკვევა, ამ სიაში ანსუ ფატი, ფრენკი დე იონგი და რონალდ არაუხო იყვნენ მოხსენიებულნი, მაგრამ მათმა ტრავმებმა მდგომარეობა შეცვალა. ცხადია, ტრავმირებული მოთამაშეების გასხვისების შანსი მიზერულია.

სამაგიეროდ, სიაში რჩება რაფინია. ბრაზილიელს "ბარსას" დატოვება არ სურს. არადა, საუდის არაბული კლუბები მასში დიდ ფულს იხდიან. გაიჟღერა ლონდონის "არსენალის" ვარიანტმაც.

გარდა ამისა, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" განიხილავენ ილქაი გიუნდოგანის გაყიდვასაც.

"ბლაუგრანამ" კატარიდან და საუდის არაბეთიდან გერმანელ ნახევარმცველზე წინადადებები მიიღო, მაგრამ გიუნდოგანსაც "ბარსაში" უნდა დარჩენა. რაფინიასა და ილქაის მყარი პოზიციებიდან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი გაყიდვაც ძალიან გაჭირდება.


Facebook კომენტარები