1 წლის და 8 თვის წინ
რაფინიას ორი მსურველი ჰყავს
რაფინიას ორი მსურველი ჰყავს

ლონდონის "ჩელსი" და "ნიუკასლ იუნაიტედი" რაფინიას ისევ აკვირდებიან, - იუწყება Diario SPORT-ის ჟურნალისტი ლუის მიგელსანსი.

წყაროს თანახმად, პრემიერლიგურმა კლუბებმა იციან, რომ ზაფხულში "ბარსელონას" ფეხბურთელების გაყიდვა და 150 მილიონი ევროს ასე შოვნა მოუწევს. სწორედ ესაა მათი ოპტიმიზმის საფუძველიც.

"ნისლიან ალბიონზე" იმედოვნებენ, რომ ერთ-ერთი ვარსკვლავი, რომელსაც "ბლაუგრანა" შეელევა, სწორედ რაფინია იქნება.

კატალონიელებმა 26 წლის გარემარბის მოთხოვნადობაზე კარგად უწყიან, თუმცა მათ ურჩევნიათ, ის მოთამაშეები გაასხვისონ, რომლებსაც ჩავის გუნდში შედარებით უმნიშვნელო როლი აქვთ.

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად მძიმე სტარტისა, რაფინიამ მთავარი მწვრთნელის ნდობა მოიპოვა და დღეს "ბარსას" ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა.

მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 37 მატჩში ბრაზილიელმა თავი 9 გოლითა და 9 ასისტით გამოიჩინა.


Facebook კომენტარები