ბილბაოს "ატლეტიკის" ესპანელ გარემარბს, ნიკო უილიამსს თავის მომავალთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ გაუცხადებია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი წყაროს თანახმად, მან იგი უკვე მიიღო.
ამასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს SPORT.
ესპანური გამოცემის მიხედვით, ნიკო თავის ძმას, ინიაკი უილიამსს დაჰპირდა, რომ "ატლეტიკში" კიდევ ერთი სეზონით დარჩებოდა და ევროპა ლიგაზე მასთან ერთად ითამაშებდა.
ცხადია, თუ 22 წლის შემტევი მიცემული პირობის ასრულებას გადაწყვეტს, მას "სან მამესზე" დარჩენა მოუწევს.
აღსანიშნავია, რომ ევროპა ლიგის მომდევნო სეზონის ფინალი სწორედ ბასკური კლუბის სტადიონზე უნდა ჩატარდეს. ესეც შეიძლება მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს.
ცნობისთვის, გარდა "ატლეტიკისა" და "ბარსელონასი", ნიკოს მესამე ვარიანტიც აქვს, რადგან მისი გადაბირება ფრანგულ "პარი სენ ჟერმენს" სურს.