1 წლის და 8 თვის წინ
სერხი რობერტომ შეთავაზებები 3 კლუბისგან მიიღო
ავტორი
Aa
სერხი რობერტომ "ბარსელონადან" წასვლა გადაწყვიტა. იგი კლუბს აღარ დაელოდება, - იუწყება SPORT.
როგორც მოგეხსენებათ, 33 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია. გავრცელებული ცნობების თანახმად, დეკუ მას კონტრაქტის გახანგრძლივებას შეჰპირდა, ოღონდ ხელფასის შემცირებით და "ბლაუგრანასთვის" გარკვეული დროით დაცდის პირობით, რადგან "ლურჯ-ბროწეულისფრების" პრიორიტეტი ჯერ სხვა ფეხბურთელების დარეგისტრირება იქნება.
ასეა თუ ისე, კაპიტანმა თავისი კარიერის კატალონიური ეტაპის საბოლოოდ დაასრულა.
წყაროს თანახმად, რობერტომ უკვე მიიღო რამდენიმე შეთავაზება. მისით ამსტერდამის "აიაქსი", ბირმინგემის "ასტონ ვილა" და ლონდონის "ვესტ ჰემი" არიან დაინტერესებულნი.
შეგახსენებთ, რომ სერხი "ლა მასიას" აღზრდილია. მას მთელი კარიერა "ბარსელონაში" აქვს გატარებული.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
5 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
6 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
6 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
6 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი