2 წლის და 3 თვის წინ
ცნობილია - როდისთვის უნდა დასრულდეს ოლმოს საგა
ავტორი
Aa
დანი ოლმოს სურს, რომ მისი მომავალი 9 აგვისტომდე გადაწყდეს, - იუწყება Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი, როხერ ტორელო.
9 აგვისტო ის დღეა, როცა ესპანელი ნახევარმცველი "ლაიფციგის" წინასასეზონო შეკრებას უნდა შეუერთდეს. შესაბამისად, მას არ უნდა, ახალი სეზონისთვის მზადება გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფმა დაიწყოს.
ცხადია, სატრანსფერო საგის ზაფხულის ბოლომდე გაწელვა არც "ბარსელონაში" უნდა აწყობდეთ.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" 26 წლის ვარსკვლავსა და მის აგენტს უკვე შეუთანხმდნენ. ახლა კლუბი "წითელ ხარებთან" უნდა მორიგდეს.
შეგახსენებთ, რომ გერმანული კლუბი დანის 60 მილიონ ევროდ აფასებს.
ოლმოთი აქტიურად ინტერესდებიან მიუნხენის "ბაიერნი" და "მანჩესტერ სიტიც".
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 წლის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 წლის და 1 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 წლის და 1 თვის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 წლის და 1 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი