1 წლის და 6 თვის წინ
გიუნდოგანი შესაძლოა გაიყიდოს - რას აპირებს "ბარსა"
ავტორი
Aa
კერი ჰაუ იტყობინება, რომ "ბარსელონა" ზაფხულში ილქაი გიუნდოგანის გაყიდვას განიხილავს.
ეს შეიძლება მოხდეს, თუ კლუბი შესაბამის შეთავაზებას მიიღებს. საუდის არაბეთის, ყატარისა და თურქული კლუბები 33 წლის ფეხბურთელს აქტიურად აკვირდება.
რა საკვირველია, გიუნდოგანს "ბარსაში" დარჩენა ძალიან სურს. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი "ბლაუგრანასთან" 2025 წელს იწურება, თუმცა არსებობს ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობა.
ამ ეტაპზე, გერმანელის როლი მომავალ სეზონში გაურკვეველია ჰანსი ფლიკის მოსვლისა და დანი ოლმოს პოტენციური დამატების ფონზე. ნახევარმცველი გასულ სეზონში გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, მან კლუბის მაისურით ჯამში 5 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი