როგორც ჩანს, "ბარსელონაში" უფრო და უფრო ეპარებათ ეჭვი იმაში, რომ ნიკო უილიამსი კარიერის მათ რიგებში გაგრძელებას მოისურვებს.
SPORT-ის ინფორმაციით, ეს ეჭვები "ბლაუგრანას" უფრო და უფრო ხრის დანი ოლმოსკენ, რომელიც კატალონიურ გრანდს ჯერ კიდევ ელოდება და მშობლიურ კლუბში დაბრუნება უნდა.
"ბარსაში" "ლაიფციგთან" შეთანხმება უფრო რეალურად მიაჩნიათ, ვიდრე ნიკოსგან მწვანე შუქის მიღება.
წყაროს თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" უილიამსის ტრანსფერზე არ დანებებულან, მაგრამ იმ სცენარისთვისაც ემზადებიან, სადაც იგი ბილბაოს "ატლეტიკში" დარჩენას გადაწყვეტს.
ნებისმიერ შემთხვევაში, "ბლაუგრანაში" აპირებენ, რომ რომელიმე ტრანსფერი აშშ-ს ტურნეს მიმდინარეობისას დახურონ. მაშასადამე, ამისთვის "ბარსას" 10 დღე აქვს.
შეგახსენებთ, რომ ნიკოსაც და დანისაც კლუბები დაახლოებით ერთნაირ თანხად, 60 მილიონ ევროდ აფასებენ.