3 წლის და 1 თვის წინ
კუნდეს "ბარსა" პირობას ვერ უსრულებს - საინტერესო ფაქტი
კუნდეს "ბარსა" პირობას ვერ უსრულებს - საინტერესო ფაქტი

2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე, როცა "ბარსელონა" ჟიულ კუნდესთვის იბრძოდა, კატალონიელთ მედგარ წინააღმდეგობას ლონდონის "ჩელსი" უწევდა.

"არისტოკრატები" ფრანგ მცველს ფინანსურად გაცილებით უკეთეს პირობებსაც სთავაზობდნენ, თუმცა ჟიულმა არჩევანი მაინც "ბლაუგრანაზე" შეაჩერა.

Sport-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც კუნდემ "ჩელსის" "ბარსა" არჩია, ის იყო, რომ კატალონიურ გრანდში მას ცენტრალურ მცველად მოუწევდა თამაში და არა განაპირა მცველად.

მიუხედავად ამ დანაპირებისა, ჟიულს მარჯვენა ფლანგზე მაინც ხშირად აყენებენ. ამის მიზეზი მარჯვენა მცველის პოზიციაზე შექმნილი საკადრო პრობლემებია,რ რაც თავად ფეხბურთელსაც კარგად ესმის.

სეზონს "ბარსელონა" ასე ჩაამთავრებს, ზაფხულში კი კლუბის ხელმძღვანელობა მარჯვენა მცველის დამატებას აუცილებლად ეცდება, რათა ჟიულს მისთვის კომფორტულ პოზიციაზე თამაშის საშუალება მიეცეს.

24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ "ბარსამ" "სევილიას" 50 მილიონი ევრო გადაუხადა. მიმდინარე სეზონში ჟიულის მონაგარი 27 მატჩი და 5 ასისტია.


Facebook კომენტარები