4 თვის წინ
ფლიკმა "ბარსელონა" გააოცა - რას ნერგავს ჰანსი გუნდში
ფლიკმა "ბარსელონა" გააოცა - რას ნერგავს ჰანსი გუნდში

ჰანსი ფლიკმა "ბარსელონა" გააოცა იმ ახალი სავარჯიშო მეთოდებით, რომელიც გუნდში დანერგა, - იუწყება El Larguero.

"ბლაუგრანაში" შთაბეჭდილების ქვეშ არიან გერმანელი სპეციალისტისა და მისი სტაფის პროფესიონალიზმით. 59 წლის მწვრთნელმა გუნდში ახალი წესები შემოიტანა და მათი ეფექტურობა ეჭვს არ იწვევს.

კმაყოფილები არიან ფეხბურთელებიც, რომლებსაც ძალიან მოსწონთ, თუ რამდენად ღია კომუნიკაციაში შემოდის მთავარი მწვრთნელი მათთან.

ფლიკი თანდათანობით ზრდის მოთამაშეთა ფიზიკური მომზადების დონეს. ამაში მას ფიზმომზადების სპეციალისტები ეხმარებიან: ხულიო ტოუსი, პეპე კონდე, რაფა მალდონადო და ხერმან ფერნანდესი.

გარდა ამისა, ჰანსის დიდ დახმარებას უწევს ტიაგო ალკანტარა. გარდა იმისა, რომ ყოფილი ნახევარმცველი ხანდახან თარჯიმნის როლს ითავსებს, იგი შუახაზელებს საკუთარ გამოცდილებასაც უზიარებს.

შეგახსენებთ, რომ ფლიკს "ბარსას" თავკაცის რანგში პირველი გამოცდა ხვალ გამთენიისას ელოდება. "ლურჯ-ბროწეულისფერნი" პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდებიან.


Facebook კომენტარები