1 წლის და 3 თვის წინ
გუარდიოლა: "ბარსელონამ ყველაფერი მომცა"
ავტორი
Aa
"ბარსელონასა" და "მანჩესტერ სიტის" ამხანაგური მატჩის წინ, პეპ გუარდიოლამ კატალონიურ კლუბზე ისაუბრა.
"ბარსელონა, პირადად ჩემთვის, იყო და ყოველთვის იქნება განსაკუთრებული კლუბი."
"რომ არა ეს კლუბი, მე დღეს აქ არ ვიქნებოდი. მათ ყველაფერი მომცეს, აბსოლუტურად ყველაფერი. ყოველთვის მადლობელი ვიქნები იმისთვის, რაც მათ მაჩუქეს", - დასძინა პეპმა.
მოგეხსენებათ, გუარდიოლა "ბარსას" "ლა მასიიდან" 80-იანი წლების შუა პერიოდში შეუერთდა და კლუბს 2001 წლამდე უკაპიტნა.
პეპი "ბარსაში" მწვრთნელის რანგში 2007 წელს დაბრუნდა და შემდეგში იმაზე მეტ წარმატებას მიაღწია, ვიდრე მისმა ნებისმიერმა წინამორბედებმა.
რა საკვირველია, ესპანელი მწვრთნელი დღემდე რჩება "ბლაუგრანას" საპატიო წევრად, მიყხედავად მისი განცხადებისა, რომლის მიხედვითაც ის კლუბს აღარასდროს გაწვრთნის.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
1 კვირის და 6 დღის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
1 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
1 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
1 თვის და 2 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი