4 თვის წინ
"ბარსას" ნიკო ხელიდან ეცლება - ესპანური პრესა აფეთქდა
"ბარსას" ნიკო ხელიდან ეცლება - ესპანური პრესა აფეთქდა

უკანასკნელ საათებში ერთბაშად რამდენიმე ესპანურმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნიკო უილიამსის "ბარსელონაში" ტრანსფერი აღარ შედგება.

პირველი Tiempo de jugo გახლდათ: "ნიკო უილიამსის "ბარსაში" ხილვის შანსი მცირდება. კლუბს მისი შეძენის ფული აქვს, თუმცა რეგისტრაციის - არა." სხვათა შორის, ეს ერთადერთი წყაროა, რომელმაც 22 წლის გარემარბის "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში გადასვლის ალბათობის მინიმუმამდე დასვლა კლუბის ფინანსურ პრობლემებს დაუკავშირა.

სხვა წყაროები იტყობინებიან, რომ "ატლეტიკში" დარჩენა ესპანელი შემტევის სურვილია:

"ბარსელონაში" ზოგიერთი წყარო ამბობს, რომ უილიამსის ტრანსფერი რთულდება, რადგან ფეხბურთელი "ატლეტიკის" ზემოქმედების ქვეშაა. ახლა ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ იგი კიდევ ერთი წლით დარჩება."

Diario ARA

"ნიკო უილიამსის "ბარსელონაში" ტრანსფერი გართულდა."

Esport3

"თუ ნიკო უილიამსი "ბილბაოსთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს, მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბარსას" კარი დაიხურება."

Mundo Deportivo

"ბარსაში" მოარული ხმები ამბობენ, რომ ნიკომ "ატლეტიკში" კიდევ ერთი სეზონით დარჩენა გადაწყვიტა."

მარშალ ლიორენტე

საგულისხმოა, რომ უილიამსის უარი "ბლაუგრანასგან" მხოლოდ დანი ოლმოს ტრანსფერზე მუშაობის გაგრძელებას არ ნიშნავს. "ლურჯ-ბროწეულისფრებს" ორივე ესპანელი ვარსკვლავის დამატება უნდათ. მაშასადამე, ნიკოს უარის შემთხვევაში, "ბარსა" ოლმოს გაიფორმებს და სხვა გარემარბის მოყვანასაც ეცდება.


Facebook კომენტარები