"რეალ სოსიედადის" ესპანელი ნახევარმცველის, მიკელ მერინოს "ბარსელონაში" გადასვლაზე საუბარი ბოლო დღეებში შედარებით მიწყნარდა, თუმცა რამდენიმე საათის წინ ამის თაობაზე Diario AS-მა დაწერა.
წყაროს თანახმად, მერინოს "ბლაუგრანაში" სურს თამაში და იმედოვნებს, რომ ბასკური და კატალონიური კლუბები შეთანხმებას მიაღწევენ.
ესპანური გამოცემა ვარაუდობს, რომ ტრანსფერის ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი ევრო იქნება.
28 წლის შუახაზელისთვის ბრძოლაში "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარი კონკურენტი ლონდონის "არსენალია".
ცხადია, ფინანსური კუთხით, უპირატესობა "მეთოფეების" მხარეზეა. გარდა ამისა, "ბარსასთვის" პრიორიტეტული ამოცანა ახლა ნიკო უილიამსისა და დანი ოლმოს დამატებაა, ამიტომ მერინო შედარებით უკანა პლანზეა გადაწეული. რა გასაკვირია, თუ ეს მდგომარეობა დიდხანს შენარჩუნდება, "ჩური ურდინი" "ბარსას" აღარ დაუცდის და ლონდონელებზე შეაჩერებს არჩევანს.
აქვე გეტყვით, რომ მიკელს "რეალ სოსიედადთან" კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე აკავშირებს.