Mundo deportivo-ს ინფორმაციით, შესაძლოა 2026 წელს, ფრენკი დე იონგმა "ბარსელონა" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.
როგორც ირკვევა, ნიდერლანდელი ნახევარმცველი უარს აცხადებს როგორც სხვა კლუბში ტრანსფერზე, ასევე თავად "ბარსასთან" ახალი ხელშეკრულების დადებაზე.
შეგახსენებთ, რომ დე იონგი "ბლაუგრანას" ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ხელფასის ნაწილი რამდენიმე წლის წინ კლუბის მხრიდან გადავადდა, ასე რომ, შესაძლოა, "ბარსელონას" მის მიმართ გარკვეული ფინანსური ვალდებულებაც გააჩნდეს.
აქვე გეტყვით, რომ 27 წლის ფეხბურთელი ტრავმირებულია და ამჟამად გამოჯანმრთელების პროცედურებს გადის. მისი სათამაშო ფორმის სრულად აღდგენის თარიღი ამ ეტაპზე გაურკვეველია, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნახევარმცველი 17 აგვისტოს, ახალი სეზონის დაწყებისას კლუბს დაეხმაროს.