4 თვის წინ
ყველაფერი, რაც "ბარსასა" და Nike-ის ახალ კონტრაქტზე უნდა ვიცოდეთ
ყველაფერი, რაც "ბარსასა" და Nike-ის ახალ კონტრაქტზე უნდა ვიცოდეთ
ავტორი
Aa

Mundo Deportivo-ს ცნობით, "ბარსელონა" Nike-ს საბოლოო შეთავაზებას ელოდება, რომელიც აგვისტოს თვეში მაისურის სპონსორობის ხელშეკრულების შესაძლო გახანგრძლივებას შეეხება. 

"ბლაუგრანა" ამჟამად ამერიკული გიგანტებისგან წელიწადში დაახლოებით 52 მილიონ ევროს იღებს და იმედოვნებენ, რომ ახალ კონტრაქტში ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება. 

"ბარსაში" ფიქრობენ, რომ მათ შეუძლიათ მიიღონ წელიწადში დაახლოებით 120 მილიონი ევრო, დამატებითი ბონუსებით, ეს დაახლოებით იმდენივეა, რამდენსაც სხვა ევროპული კლუბები გამოიმუშავებენ მსგავსი გარიგეგებით. 

Nike-ის უახლესი შეთავაზება 10-წლიანი კონტრაქტის გახანგრძლივებაა, სადაც ისინი კლუბს წელიწადში დაახლოებით 95 მილიონ ევროს ჰპირდებიან. ხელშეკრულებას ასევე აქვს 150 მილიონი ევროს განახლების ბონუსი, ელექტრონული კომერციის გაყიდვებზე დაწესებული შეზღუდვებით. 

როგორც გაირკვა, "ბარსა" კმაყოფილი იქნება, თუ Nike პრემიასთან ერთად შემოთავაზებას წელიწადში 115 მილიონ ევრომდე გაზრდის. შემოსავლების ეს დიდი ნაკადი შეიძლება დაეხმაროს "ბლაუგრანას", თავი დააღწიოს ფინანსურ პრობლემებს და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე თანხების თავისუფლად ხარჯვა დაიწყოს.


Facebook კომენტარები